თვითმფრინავი ვარშავა-ჰურგადა ბულგარეთში საგანგებოდ დაეშვა [Photo]

თვითმფრინავი, რომელიც ვარშავიდან ჰურგადაში მიფრინავდა, ბორტზე ბომბის არსებობის საშიშროების გამო, ბულგარეთის ქალაქ ბურგასის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა, – იუწყება Reuters.

ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია პილოტებმა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მიიღეს და საგანგებო დაშვების ნებართვა მოითხოვეს, რადგან თვითმფრინავში ანტიტერორის სისტემა ამოქმედდა. სიგნალი, ასაფეთქებელი მოწყობილობის საშიშროების შესახებ, მათ 64 წლის მგზავრმა მიაწოდა, რომელიც ამჟამად პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, – გვაცნობებს ბულგარული ტელეარხი NOVA.

როგორც Reuters გადმოსცემს, რეისი LLP8015, ბორტზე 161 მგავრთან ერთად, ბურგასში 5:48 საათზე ჩაფრინდა. პოლიციის მონაცემებით, მამაკაცი, რომელმაც ბომბის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, დაკიტხვაზე გამოტყდა, რომ ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

აღნიშნული თვითმფრინავი ჩარტერულ ავიაკომპანია Small Planet Airlines-ს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ 18 ნოემბერს, 2 თვითმფრინავმა, რომელიც აშშ-დან საფრანგეთში მიფრინავდა, კურსი შეიცვალა და ბომბის საშიშროების გამო, ამერიკის აეროპორტებში დაეშვა. როგორც გაირკვა, განგაში ცრუ აღმოჩნდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23373″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button