თვითრეგულრება

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, რადიო ჰერეთში თვითრეგულირების მექანიზმი 2009 წლიდან მოქმედებს.

რადიოში შექმნილია დავის განმხილველი ორგანო, რომელიც არსებობს ორი ინსტანციის სახით: პირველი ინსტანცია – “კომისია” და მეორე ინსტანცია “სააპელაციო საბჭო”.სააპელაციო კომიის წევრები არიან ზვიად ფოჩხუა – საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი,  ნანა დევიძე –  სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონული კოორდინატორი და ეკატერინე ციმაკურიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიო ჰერეთმა დაარღვია “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს ჰერეთს საჩივრით და მოითხოვოს რეაგირება. მისამართზე: 2700. ქ.ლაგოდეხი, კოსტავას ქ.N14 (ჰერეთის სათაო ოფისი) ან გამოაგზავნოს ელექტრონულად: office@heretifm.com

ამ დრომდე რადიოსადგურში არ შემოსულა ასეთი სახის პრეტენზია.

რადიო ჰერეთი ხელმძღვანელობს შემდეგი შინაგანაწესით:

რადიო ჰერეთის  ჟურნალისტები მაქსიმალურად ცდილობენ რათა მთელი მაუწყებლობადა ყველა პუბლიკაცია (ინტერნეტით გავრცელებულის ჩათვლით) ემყარებოდეს დაზუსტებულ ფაქტებს.

რადიო ჰერეთის მიერ გავრცელებული ცნობები ან ინფორმაცია ემყარება სულ ცოტა, ორ დამოუკიდებელ წყაროს.

რადიო ჰერეთის ჟურნალისტები არ იყენებენ მასალას, რომელიც ეფუძნება მითქმა-მოთქმას, ჭორს ან სხვა დაუსაბუთებელ ინფორმაციას. ფაქტობრივი შეცდომები, თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, უმოკლეს დროში უნდა გამოსწორდეს.

რადიო ჰერეთის ეთერში გადაცემული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტების კონტექსტში, რომელიც ხელს შეუწყობს მოვლენებსა თუ საკითხებში მსმენელის გარკვევას და ვითარებაში სიცხადის შეტანას ფაქტების დაუმახინჯებლად ან მიუკერძოებლად ასახვით.

რადიო ჰერეთის საინფორმაციო სამსახური  დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, მმართველი თუ ოპოზიციური ჯგუფისგან, ემიგრანტთა ორგანიზაციებისგან, კომერციული ან სხვა, კერძო ინტერესის მქონე ორგანიზაციისგან თუ რელიგიური უწყებისგან. არ უნდა ეწეოდეს კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური შეხედულებების მხარდაჭერასა და პროპაგანდას.

რადიო ჰერეთის ახალი ამბები უნდა შეიცავდეს ზოგადი ინფორმაციისა და განმარტების ელემენტებს, რომლებიც მსმენელს დაეხმარება, გაერკვეს მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობასა და შესაძლო შედეგებში.

რადიო ჰერეთის ჟურნალისტებმა ფაქტების ამსახველ რეპორტაჟებს  არ უნდა დაურთონ პირადი მოსაზრებები, კომენტარები თუ შეფასებები.

რადიო ჰერეთის საინფორმაციო მაუწყებლობა მუდამ დაცული უნდა იყოს მშვიდი დაზომიერი კილო, ადგილი უნდა ეთმობოდეს ცივილიზებულ, გონივრულ მსჯელობას,რომელიც ასახავს ყველა ადამიანის უფლებათა პატივისცემას.

რადიო ჰერეთის მაუწყებლობა და გავრცელებული ინფორმაცია ვებსაიტზე არ უნდა შეიცავდეს ცალკეული პირის, პირებისა თუ ჯგუფების მიმართ რელიგიური, ეთნიკური,სექსუალური,სოციალ-ეკონომიკური ან კულტურული ნიშნით შეურაცხმყოფელდისკრიმინაციულ განცხადებებს და უნდა შეესაბამებოდეს კორექტულობისა და გემოვნების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს.

რადიო ჰერეთის  მაუწყებლობა არ უნდა შეიცავდეს მასალას, რომელიც შეიძლება აღქმულიქნეს ძალადობის გამჩაღებლად ან წამქეზებლად. სახალხო მღელვარებისა თუ სხვა სახის დაძაბული ვითარების ამსახველი პროგრამები უნდა იყოს გაწონასწორებული და ფაქტებზე დამყარებული.

რადიო ჰერეთის თანამშრომლები, მაუწყებლობისა თუ ინტერნეტ-მასალის შექმნაში მონაწილე მოწვეული ექსპერტები თავიანთ საქმიანობაში უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს უნდა იცავდნენ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად როგორც სამაუწყებლო სივრცეში, ისე მის საზღვრებს გარეთკერძო პირებთან,ჯგუფებთან, პოლიტიკურ თუ კომერციულ ინტერესებთან მიმართებით.

დაუშვებელია, რადიო ჰერეთის თანამშრომლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა ბოროტად ისარგებლონ საჯარო პირის სტატუსით ან რადიო ჰერეთის  კარგი რეპუტაციით პირადი ინტერესების სასარგებლოდ.

იხილეთ ჰერეთის შესახებ ინფორმაცია 

Back to top button