მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

Ti-ხობის საკრებულოს დეპუტატის კომპანია ადგილობრივ შესყიდვებშია ჩართული

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედა დოდო გაბუნია, რომელიც ამავდროულად, ხობის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, მონაწილეობს გამარტივებულ შესყიდვებში.

ამავე ცნობით,დოდო გაბუნია ფლობს შპს “ფარმაციას” წილს. კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე 82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო ფარმაცევტულ პროდუქტებზე, სამედიცინო მოწყობილობებსა და ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 54 266 ლარი შეადგინა.

82 გამარტივებული შესყიდვიდან 38 ხობის იურიდიულ პირებზე მოდის და მათი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 43 017 ლარს შეადგენს.

დოდო გაბუნია ხობის საკრებულოში განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 2014 წლიდანაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button