მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს

ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ამ ეტაპზე პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობენ და ბავშვების ინტერესბი დაცულია.

“რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია, შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი მეუფე იაკობი სახალხო დამცველს დღეს შეხვდება. ცნობილი ხდება ასევე, რომ ნინოწმინდის პანსიონის ადგილზე დღის სკოლა გაიხსნება, თავად დაწესებულება კი მცირე ზომის სახლად გადაკეთდება. ამის შესახებ ახლადდანიშნულმა მმართველმა,მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით სახელმწიფო საპატრიარქოს ახალ მიწის ნაკვეთებს გადასცემს, სადაც მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button