მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში გაფუჭებული არც ერთი ვაქცინა არაა

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ ქვეყანაში არსებული არც ერთი ვაქცინა გაფუჭებული არ არის და რისკი იმის შესახებ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინები გაფუჭდება, არ არსებობს.

“გაფუჭებული არ არის არც ერთი ვაქცინა, ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 000 ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც ჩვენ გვაქვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ “ფაიზერის” ვაქცინებს გაუხანგრძლივდათ ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე, აქედან გამომდინარე ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულადაა მოხსნილი”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ “ფაიზერს” ვადა გასდის და ფუჭდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button