Time-მა ტრამპი წლის ადამიანად დაასახელა

ავტორიტეტული ჟურნალ Time-ის ვერსიით, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიმდინარე წლის ადამიანი გახდა. გამოცემამ მას „გათიშული შტატების“ პრეზიდენტი უწოდა.

ჟურნალი წერს, რომ ტრამპს გამუდმებით აკრიტიკებდნენ ვულგარულობისა და უგემოვნებობის გამო. თვლიდნენ, რომ იგი უბრალო შოუმენია და სინამდვილეში მეტს არაფერს წარმოადგენს.
მაგრამ კრიტიკოსები ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი ქედმაღლური დამოკიდებულება ტრამპს უფრო მეტად აძლიერებდა. იგი სარგებლობდა იმით, რომ ტაბლოიდების სათაურებში ხშირად ხვდებოდა და ამით უბრალო ადამიანებთან მნიშვნელოვანი გზავნილების გაკეთებას ახერხებდა.

ამჟამად, აღნიშნავს გამოცემა, მან აშშ-ის წამყვანი პარტიების მტრული განწყობა დაძლია და მთელი ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი შეცვალა. და სულ მალე, მის განკარგულებაში აღმოჩნდება მომაკვდინებელი იარაღი და ეკონომიკური ბერკეტები, რომელიც მას მილიარდობით ადამიანის ყოფის შეცვლის საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ Time-ს შორტ-ლისტში ასევე მოხვდნენ: ჰილარი კლინტორნი, რეჯეფ ერდოღანი, ვლადიმერ პუტინი, ბიონსე და სხვა კანდიდატები.

მსგავსი პოსტები

Back to top button