მსოფლიო

ტიმოშენკო ზელენსკის ღია მხარდაჭერას არ უცხადებს

იულია ტიმოშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. ის არჩევნების შედეგს არ აღიარებს და  თვლის, რომ პოროშენკომ ყველაფერი გააკეთა, რათა მეორე ტურში სწორედ ის გადასულიყო. იულია ტიმოშენკო ვლადიმირ ზელენსკის ღია მხარდაჭერისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ უკრაინის პროევროპული ძალები გაააერთიანებენ ძალისხმევას, რათა მეორე ტური არ გაყალბდეს. ტიმოშენკო ამბობს, რომ ის არც არჩევნების ოფიციალური შედეგების გასაჩივრებას აპირებს და არც ხალხს მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისკენ, რადგან უკრაინაში აქციების დაწყება, შესაძლოა რუსეთმა მის სასარგებლოდ გამოიყენოს.  შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ვლადიმირ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.  განმეორებითი კენჭისყრა 21 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button