“ტიტანიკის” უკანასკნელი სადილის მენიუ 88 000 დოლარად გაიყიდა

ლაინერ “ტიტანიკის” მგზავრთა უკანასკნელი ლანჩის მენიუ, Lion Heart Autographs სახლის ინტერნეტ-აუქციონზე, 88 000 დოლარად გაიყიდა, გადმოსცემს CNN.

fotonoticia_20151002174419_1280მენიუს დაბეჭდილი ეკზემპლარი პირველი კლასის მგზავრმა, ნიუ-იორკელმა ბიზნესმენმა – აბრაჰამ ლინკოლნ სალომონმა შეინახა, რომელმაც გემი მილიონრებისთვის განკუთვნილი სამაშველო ნავით, ერთ-ერთმა პირველმა დატოვა.

კატასტროფის დღეს, 1912 წლის 14 აპრილს, პირველი კლასის მგზავრებს სთავაზობდნენ: კამბალის ფილეს, კონსომე-ბულიონს, ქათამს მერილენდურად, ბატკნის დაბეგვილ კატლეტს, როსტბიფს, კრევეტებს, საქონლის ლაბადსხმულ ენას, კარტოფილს, ბოლონიურ ძეხვს, ნორვეგიულ ანჩოუსს, მიუნჰენის ლუდს, ვაშლის მარენგს, ნამცხვრებსა და ყველეულის ფართო ასორტიმენტს.

ტიტანიკი (RMS Titanic, SS Titanic) — ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვის შედეგად, 1,517 ადამიანი დაიღუპა (სულ გემზე 2,223 მგზავრი იყო), რაცსაზღვაო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს კატასტროფად ითვლება. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. სამაშველო ნავები სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button