ტყიბულში 1 500-მდე მაღაროელი გაიფიცა

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროებში დასაქმებული 1 500-მდე მაღაროელი გაიფიცა.
მაღაროელები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. გაფიცულები აღნიშნული მოთხოვნით ამ წუთებში საპროტესტო აქციას ძიძიგურის სახელობის მაღაროს შესასვლელთან მართავენ.
მათი საშუალო ხელფასი 500 ლარია და ისინი მის გაზრდას 40% ით ითხოვენ.
მაღაროეთა მოთხოვნებს ამ დროისთვის არავინ გამოხმაურებია.