მმართველი პარტიის და ირაკლი ოქრუაშვილის აქტივისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

გორის 42-ე ოლქის 92-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცყოფით დასრულდა.

ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები ავრცელებენ.
ცენტრის ინფორმაციითვე, გორის 42-ე ოლქის 92-ე საარჩევნო უბანი სოფელ ტყვიავში მდებარეობს. საარჩევნო უბანი 13 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.დამკვირვებლების ინფორმაციით კომისიის თავმჯდომარე თავიდან აგრესიულობით გამოირჩეოდა და დამკვირვებლებს რეგისტრატორებთან მიახლოებას უშლიდა. ცენტრის წარმომადგენლების მოწოდების შემდეგ კომისსი თავმჯდომარის აგრეცია მალევე შეწყდა. – დამკვირვებლებს უშლიდა რეგისტრატორებთან მიახლოებას და კომისიის სხვა წევრებს უყვიროდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელის მოწოდების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე დამშვიდდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button