სპორტი

ტოჩინიშონი შოდაისთან დამარცხდა

ჰაცო ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი ლევან გორგაძე დასავლეთის პირველ ოძეკს, შოდაის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე გორგაძემ, რომელიც ბაშოს, აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, – 6 ორთაბრძოლაში 4 წაგება იგემა.

შოდაისთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი ქართველ სეკიტორს უფრო გაუუარესდა. მათი შეფარდება იაპონელის უპირატესობით, 7:11-ზეა.

ქართველი სუმოისტი შედეგების გამოსწორებას ბაშოს მე-7 დღეს შეეცდება. ის აღმოსავლეთის პირველ ოძეკს ტაკაკეიშოს შეხვდება. მიუხედავად ამისა, ლევანს მასთან ჭიდილი საკმაოდ გაუჭირდება, რადგან მოწინაარმდეგესთან ნეგატიური ბალანსი 3:8-ზე აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button