სპორტი
ტოჩინოშინი დადებით ბალანსს მიუახლოვდა. მე-4 მოგება აკი ბაშოზე
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ ტოკიოს შემოდგომის სუპერტურნირზე მე-4 მოგება ჩაიწერა.
33 წლის ქართველმა სუმოისტმა დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტობიზარუ, რომელიც ლევანზე 48 კგ.-ით მსუბუქია, – დოჰიოდან გადააგდო.
გორგაძე ტობიძარუზე 16 სმ-ით მაღალიცაა და ამან ქართველის უპირატესობა შესამჩნევი გახადა. ტოჩინოშინმა იორიტაოშის ილეთი გამოიყენა და აქტივში მოგება ჩაიწერა.
საერთო ჯამში გორგაძეს 4 მოგება და 6 მარცხი აქვს. მას 5 თამაშიდან 4 მაინც უნდა მოიგოს, რომ წოდება დაიბრუნოს და რეიტინგშიც წინ წაიწიოს.
ტურნირის მე-11 დღეს ქართველი სუმოისტის პირისპირ დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუ დადგება, რომელიც გორგაძეს ამ დრომდე 8-ჯერ შეხვდა და 5 მოგება აქვს. გამარჯვება კი ორივეს აუცილებლად ჭირდებათ.