სპორტი

ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს მეხუთე დღიდან ჩაერთვება

იაპონიის ქალაქ ფუკიოკაში დაწყებული შემოდგომის სუპერტურნირის სტარტი ლევან გიორგაძემ ტრავმის გამო გამოტოვა.

ტურნირის დაწყებამდე ბოლო ვარჯიშის დრომ ქართველმა სეკიტორმა წელი დაიზიანა და ტკივილის გამო დოჰიოზე გასვლა ვერ შეძლო

დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით,34 წლის ვეტერანი ქართველი სუმოისტი ტურნირს მეხუთე დღიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება.

იაპონელი მეტოქესთან ლევანს დადებითი ბალანსი აქვს.10 შეხვედრაში გიორგაძის ანგარიშზე 8 მოგება და 2 მარცხია.

შეგახსენებთ,რომ ლევან გორგაძემ მაკუეჩი დივიზიონში ზედიზედ 5 ბაშო დაასრულა უარყოფითი ბალანსით.ელიტარულ დივიზიონში დასარჩენად ტოჩინოშინს კიუშუ ბაშოზე მინიმუმ 5 მოგება სჭირდება.წინააღმდეგ შემთხვევაში მას რიგით მეორე,ჯურიოს დივიზიონში გადასვლა დაემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button