საქართველოსიახლეებისპორტი
ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე კვლავ დაუმარცხებელია – დღე VI
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/05/TOCHI.jpg)
ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. ტურნირის მე-6 დღეს, მან მონღოლ იჩინოჯოს სძლია. ეს ბრძოლა ნაცუ ბაშოზე ლევან გორგოძის მიერ გამართულ დაპირისპირებებს შორის, ყველაზე დაძაბული და ხანგრძლივი გამოდგა.
ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად 4 გამარჯვება დარჩა. ჯერჯერობით, ლევან გორგაძის ბალანსზე 6-დან 6 გამარჯვებაა.