სპორტი

ტოჩინოშინი რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა.

ცნობილი ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე მომავალი წლის პირველ ბაშოზე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას სტატუსით გამოვა.

მიმიდნარე წლის ნოემბერში, სეზონის ბოლო სუპერტურნირზე მაკუუჩი დივიზიონში, ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ასპარეზობდა.

15 შეხვედრიდან 9 მოიგო და 3 ქულიანი დადებითი ბალანსი დაიმსახურა.

იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ბანძუკეში (რეიტინგში) ტოჩინოშინიმ სამი საფეხურით წინ წაიწია.

2021 წლის პირველ ბაშოს 10-24 იანვარს ტოკიოს „კოკუგიკანის“ დარაზი უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button