სპორტი

ტოჩინოშინი რეიტინგში 5 საფეხურით დაქვეითდა #სუმო

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი 33 წლის ლევან გორგაძე იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყმებულ ახალ რეიტინგში ერთბაშად 5 საფეხურით დაქვეითდა.

გორგაძის რეიტინგის საგრძნობი ვარდნა, მაისის ტოკიოს ჰაცუ ბაშიზე განცდილმა წარუმატებლობამ განაპირობა.

მაისის სუპერტურნირი სპორტსმენმა 5 მოგებით და 10 მარცხით დაასრულა. ქართველი სეკიტორი აღნიშნულ ასპარეზობაზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით გამოდიოდა. ახლა კი ის, ბანძუკუს მიხედვით მე-12 მაეგაშირაა.

მომდევნო შეჯიბრი, სადაც ლევან გორგაძე კვლავ მოსინჯავს საკუთარ ძალებს, – 4-18 ივლისს იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button