სპორტი
		
	
	
ტოჩინოშინის მეშვიდე მარცხი და უარყოფითი ბალანსი ბაშოზე

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმიდნარე წლის მეორე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მეათე ბრძოლა გამართა.
ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა აკისეიამა იყო, რომელთანაც ტოჩიმ მარცხი, ბოლო წამზე იწვნია.
მე-11 საჭიდაო დღეს ქართველი სეკიტორი მე-11 მაეგაშირას, ჩიოტარიუს შეხვდება.
გორგაძეს აკი ბაშოზე  ამ დროისთვის უარყოფითი ბალანსი აქვს. მას 3 მოგება და 7 მარცხი დაუგროვდა და დადებითი
ბალანსის აღსადგენად, დარჩენილი 5-ვე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. 
 
				 
 



