რეგიონისიახლეები

რატომ ამოიკერა პირი აქციის მონაწილემ სენაკში

სენაკის ყოფილ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება, გაშლილია კარავი და ბანერი “აღვადგინოთ საავადმყოფო”.

პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესო წულეისკირმა გუშინ მიმართა და პირი ამოიკერა. მან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს პასუხებისთვის ვადა დღეს 16:00 საათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვას აანონსებს. ამ დრომდე რწმუნებულის ადმინისტრაციაში კომენტარი არ კეთდება და არც არავინ გამოჩენილა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის,სენაკის ყოფილ რაიონულ საავადმყოფოს პრობლემები 2009 წლიდან შეექმნა, როცა თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება სახელფასო დავალიანების გამო დატოვა. საავადმყოფო 2014 წელს დაიხურა. ფინანსურის გარდა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და საჭირო აპარატურის უქონლობაზე საუბრობდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button