სპორტი

ტოჩინოშინის უარყოფითი ბალანსი აკი ბაშოზე

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ტოკიოს შემოდგომის სუპერტურნირის მესამე დღეს ორთაბრძოლა იოლად დათმო იაპონელ ცურუგიშოსთან.

აღსანიშნავია, რომ ცურუგიშო ლევან გორგაძეს რეიტინგის 1 საფეხურით ჩამორჩება და ამ დრომდე მასთან არასდროს წაუგია.

30 წლის იაპონელმა შეხვედრის დებიუტში შეჯახებას თავი აარიდა და ჰენკა განახორციელა. ამის შემდეგ იორიკირი აღარ გაუჭირდა და კარიერაში პირველად მან ქართველს თამაში მოუგო.

გორგაძემ ტურნირი მოგებით დაიწყო, თუმცა ახლა ზედიზედ 2 წაგება აქვს და უარყოფითი ბალანსის დაძლევას შეეცდება.

ტოკიოს ტრადიციული ტურნირის მე-4 დღეს ლევან გორგაძე დასავლეთის მე-10 მაეგაშირას, მიოგირიუს ხვდება. სპორტსმენებს ერთმანეთთან ბრძოლის დიდი ისტორია აქვთ. ისინი ამ დრომდე 27 -ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ბალანსით უპირატესი იაპონელი ექს-სეკივაკეა.

მას 15 მოგება აქვს. ტოჩინოშინის ანგარიშზე კი 12 გამარჯვებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button