სპორტი
ტოჩინოშინმა დაბრუნება დოჰიოზე მოგებით აღნიშნა
34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე დოჰიოზე გავიდა და პირველი გამარჯვებაც ჩაიწერა.
ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის გაეჯიბრა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ორთაბრძოლის დასაწყისში იაპონელს მეტი უპირატესობა ქონდა,თუმცა ქართველმა სეკიტორმა კონტრშეტევებით იმძლავრა და მოწინააღმდეგეს შანსი აღარ დაუტოვა.
როგორც იცით,გირგაძეს პირველი 4 დღე კიუშიუ ბაშოზე წელის ტკივილის გამო გაუცდა და მეხუთე დღეს შეუერთდა ტურნირს.
ქართველ სპორტსმენს სიპერტურნირზე მინიმუმ 5 მოგება სჭირდება,რათა ელიტაში დარჩეს.
იაპონიის ქალაქ ფუკიოკაში, მომდევნო სათამაშო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-14 მაეგაშირას,ჩიიონოკუნს უნდა დაუპირისპირდეს,რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი აქვს.