სპორტი

ტოჩინოშინმა საკუთარი მეტოქეების ვინაობა შეიტყო

მომავალი საშემოდგომო სუპერტურნირისთვის იაპონიის სუმოს ასოციაციამ სასტარტო დღეების განრიგი გამოაქვეყნა.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელიც დასავლეთის 12-ე მაეგაშირას წოდებით წარსდგება ბაშოზე, -საკუთარი მეტოქეების ვინაობა შეიტყო.

33 წლის ქართველი სუმოისტის პირველი მეტოქე 29 იაპონელი, დასავლეთის მე-11 მაეგაშირა, კოტოეკო იქნება. მათი ურთიერთშეხვედრების ბალანსი 3:1-ზეა ქართველის სასარგებლოდ.

ტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა, ყოფილი კომოსუბი, ენდო დაუპირისპირდება. გორგაძეს მასთან 9:8-ზე დადებითი ბალანსი აქვს.

ლევან გორგაძის მთავარი მიზანი ახლა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა.

შეგახსენებთ, რომ აკი ბაშო 12-26 სექტემბერს არის დაგეგმილი და მას სუმოს მექად წოდებული ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button