![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/tatachi1.jpg)
დღეს, 15 სექტემბერს, აკი ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამას დაუპირისპირდა და მეტოქეს ოშიდაში ილეთით სძლია.
ბრძოლა ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ფაქტობრივად, გოლიათები ერთმანეთს კრივში ეჯიბრებოდნენ. საბედნიეროდ, გამარჯვება ქართველს დარჩა.
3 დღის შემდეგ, ლევანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი 1:2-ზე აქვს. ხვალ ლევანის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ტაკარაფული იქნება.
https://www.youtube.com/watch?v=25D91vaqEpo