ტოკიოს აეროპორტში მგზავრებს რობოტები მოემსახურება [Video]

ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტ ნარიტაში მგზავრებს კომპანია Panasonic მიერ შექმნილი რობოტი-ასისტენტები მოემსახურება.

როგორც პორტალი businesswire.com იუწყება, რობოტი-ასისტენტი Hospi(R) აბსოლუტურად დამოუკიდებელია. მანქანა, მასში დამონტაჟებული სენსორებისა და მეხსირების ბარათების წყალობით, უხმაუროდ მუშაობს და დავალებებს სწაფად ასრულებს.
ამჟამად Hospi(R) ტოკიოს 4 საავადმყოფოს ემსახურება. იქ რობოტები მედპერსონალს მედიკამენტებისა და სხვა საგნების მიწოდებაში ეხმარება. ელექტრონული ასისტენტები ნახევრადავტომატურ და ავტონომიურ რეჟიმში მუშაობენ.
მალე Hospi(R) ტოკიოს აეროპორტსა და მიმდებარე სასტუმრო ANA Crowne Plaza-ს მოემსახურება, სადაც მაგიდების დალაგებით, მგზავრებისთვის წყლისა და ავტობუსების განრიგის მიწოდებით დაკავდება.
პორტალის ცნობით, Hospi(R) ფლობს იაოპონურ, ჩინურ, ინგლისურ ენებსა და მომხმარებელს დისპლეიზე გამოტანილი ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ეკონტაქტება.

მსგავსი პოსტები

Back to top button