ტოკიოს კინოფესტივალმა საკონკურსო ფილმების სია გამოაცხადა

ტოკიოს 28-ე საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა საკონკურსო პროგრამაში შესული ფილმების სია გამოაქვეყნა.

პროგრამაში ფრანგი, ჩეხი, თურქი, გერმანელი, ესტონელი, ჩინელი, ბრაზილიელი, ირანელი და სხვა ქვეყნების კინორეჟისორების 16 ფირი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სავიზიტო ბარათი საკულტო იაპონური მულტფილმი – „რობოტი განდამე“ გახდება, რომელიც 1970 წელს გადაიღეს და კლასიკურ იაპონურ ანიმედაა აღიარებული.

ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალი აზიაში ყველაზე მსხვილ კინოფორუმად ითვლება და იაპონიის დედაქალაქში 22-დან 31 ოქტომბრამდე ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button