ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების უფლება მხოლოდ 10 000-მდე მაყურებელს ექნება. BBC-ის ინფორმაციით ოლიმპიადაზე დასწრების უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ იაპონელები, რომლებიც ღონისძიებაზე ყოფნის დროს ვალდებულები იქნებიან ეკეთოთ პირბადეები და დაიცვან დისტანცია.
იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ექსპერტები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უმჯობესი იქნებოდა სპორტული ღონისძიება გულშემატკივრების გარეშე ჩატარებულიყო.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დამთავრდება.