სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ესპანელი ბაენა იქნება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა გარკვეულია. წილისყრის საფუძველზე ნიკოლოზის მოწინააღმდეგე ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა იქნება.

პირველ ქართველ ჩოგანს ბაენასთან ურთიერთშეხვედრების დადებითი ბალანსი აქვს. ისინი ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ გამარჯვება ბასილაშვილმა მოიპოვა. პირველად, 2015 წლის 9 აპრილს, ნეაპოლის ჩელენჯერზე ნიკოლოზმა ესპანელს 3 სეტში მოუგო. მეორედ კი 2018 წელს, ანტალიაში, 28 წლის ბაენა უფრო ადვილად, 2 სეტში დაამარცხა.

შესაბამისად, ჩოგბურთის სპეციალისტები ამ წყვილში ფავორიტად ქართველ ჩოგანს მიიჩნევენ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 42-ე საფეხურზეა, ბაენა კი 90-ე პოზიციას იკავებს.

მომავალი შეხვედრა 24 ივლისს თბილისის დროით, დილის 6 საათზე დაიწყება.

ოლიმპირ თამაშებზე ჩემპიონობისთვის 35 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი იბრძოლებს. ჩოგბურთის ტურნირი 24 ივლისისდან 1 აგვისტომდე გაიმართება. პირველი რაუნდის მატჩები კი 24-25 ივლისსაა დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button