ტოკიოს ტაძრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა [Photo/video]

23 ნოემბერს, ტოკიოს პოლიციამ შეტყობინება მიიღო, რომ იასუკუნის ტაძარში, რომელსაც აზიის ქვეყნები იაპონური მილიტარიზმის კერპად მიიჩნევენ, აფეთქება მოხდა.

ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციით, ტაძრის კომპლექსის ერთ-ერთ ტუალეტში აფეთქება მოხდა. შედეგად, საზოგადოებრივი მოხმარების ადგილის კედელსა და ჭერს ცეცხლი მოეკიდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

ტოკიოს პოლიცია ვარაუდობს, რომ ტაძრის ტუალეტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დეტონირდა. სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტუალეტის იატაკზე მოწყობილობის ელემენტები იპოვეს. ამჟამად, ტაძარში გამნაღმელები მუშაობენ.

იასუკუნის ტაძარი აზიის ქვეყნებში, კერძოდ კი ჩინეთსა და კორეაში, იაპონური მილიტარიზმის სიმბოლოდ ითვლება. აღნიშნულ ტაძარში, სხვადასხვა დროის ომებში დაღუპულ, 2,5 მილიონ ჯარისკაცსა და ოფიცერს პატივს მიაგებენ, მათ რიცხვში – 14 სამხედრო დამნაშავესაც.

იაპონიის ოფიციალური პირების მიერ იასუკუნის ტაძრის მონახულება პროტესტს იწვევს იმ ქვეყნებში, რომლებმაც იაპონური მილიტარიზმისგან ზიანი მიიღეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23615″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button