სპორტი

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა იწყება

დღეს, 15 საათზე უდიდესი სპორტული სანახაობა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა იწყება.

მასშტაბური ღონისძიება 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

იაპონიის დედაქალაქი 206 ქვეყნის 11 000 სპორტსმენს უმასპინძლებს.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები უკვე მეორედ ტარდება. პირველად, ზაფხულის ოლიმპადა იაპონიაში 1964 წელს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ტოკიო 2020-ის სპორტული აქტივობები 42 სპორტულ მოედანზე გაიმართება, ეს რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისთვის, ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც რიოში ჩატარდა, ღონისძიებები 37 მოედანზე მიმდინარეობდა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებმა გარკვეული შეზღუდვები შემოიღეს, მაგალითად, ღონისძიებებს ხალხი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება, გამარჯვებულები მედლებს საკუთარი ხელით დაიკიდებენ, ღონისძიებებს მხოლოდ ადგილობრივი გულშემატკივრები დაესწრებიან და ა.შ.

ორგანიზატორების აზრით, შემოღებული რეგულციები ინფიცირების რისკის თავიდან აცილების აუცილებელი საშულებებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button