სპორტი

ტოკიოში კალათბურთის ტურნირის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კალათბურთში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. სლოვენიას, აშშ-ს და საფრანგეთს ახლა ავსტრალიაც შეუერთდა.

წინა ტურში ავსტრალიის კალათბურთელთა ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და იოლად დაამარცხა.

ოკეანელები სამხრეთამერიკელებთან ისედაც ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა ანგარიშის სხვაობა მაინც მოულოდნელი იყო. მატჩი ავსტრალიელთა სასარგებლოდ: 97:59 დასრულდა.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო 18 ქულით პატი მილსი იყო, არგენტინელთა შორის კი, – 16 ქულით ნიკოლას ლაპროვიტოლა.

არგენტინული კალათბურთის 41 წლის ლეგენდამ და 2004 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლუის სკოლამ ბოლოჯერ ითამაშა არგენტინის ნაკრებში და 25 წუთში 7 ქულასთან ერთად 4 მოხსნა მიითვალა.

სკოლა არგენტინის ნაკრებში 22 წლის განმავლობაში თამაშობდა და ეს მისთვის მე-5 ოლიმპიადა იყო!

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალები 5 აგვისტოს გაიმართება. სლოვენია საფრანგეთს და ავსტრალია კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button