“ბატონო ბიძინა, რის გამო ისჯებიან ტყიბულელები?”

ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა მთავრობის წევრებს მიმართა.

ელისო ჩაფიძის განცხადებით, მეშახეტეები საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან.

მათ მოეხსნათ შეღავათები, რომელიც ამ დრომდე არსებობდა. ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ მეშახტეები უკვე რამდენიმე თვეა მასთან, როგორც მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ის მათთან მარტო შეხვედრას არ აპირებს, რადგან სათქმელი მეშახტეებისთვის არაფერი აქვს.

ელისო ჩაფიძემ ამ შეხვედრაზე მისი კოლეგები დაპატიჟა.

მსგავსი პოსტები

Back to top button