სპორტი

ტორპედოს ლეგიონერები საკუთარ ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს

ქუთაისის ტორპედოს ორი ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოიძახეს. ლაპარაკია ფადი ზიდანსა და ალეკ მუდიმუზე.

26 წლის ზიმბაბველი ცენტრალური მცველი ალეკ მუდიმუ ტორპედოში ახალი მისულია. ის ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე იმერულმა კლუბმა ტირასპოლის „შერიფიდან“ შეიძინა.

მუდიმუ 2018 წლიდან ეროვნული ნაკრების წევრია.

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში ზიმბაბვე საკუთარ სტადიონზე სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს. 7 სექტემბერს კი ეთიოპიას ესტუმრება.

28 წლის პალესტინელი ფადი ზიდანი ქუთაისურ კლუბს წელს შეუერთდა და 19 მატჩში 5 გოლიც გაიტანა.

პალესტინის ნაკრები,სადაც ფადი ზიდანი ითამაშებს,- დღეს 2 სექტემბერს ბიშკეკში, ყირგიზეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 5 სექტემბერს კი ბანგლადეშს ესტუმრება და შესარჩევი ციკლის აფრიკულ ზონაში ადგილის გამყარებას შეეცდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button