გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 28 დეკემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 103 770
ტანკი – 3 017
ჯავშანტექნიკა – 6 037
საარტილერიო სისტემა – 1 999
სარაკეტო სისტემა – 418
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212
თვითმფრინავები – 283
ვერტმფრენი – 267
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 707
საკრუიზო რაკეტები – 653
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 660
გემი/ნავი/კატარღა – 16
სპეციალური აღჭურვილობა – 179.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.