მნიშვნელოვანისიახლეები

TPU გიორგი ისაკაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ემიჯნება – განცხადება

საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი და მისი მენეჯმენტი, წარსულში გიორგი ისაკაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ემიჯნება და მის მიმართ არსებულ პრეტენზიებს უარყოფს.

საუბარია დავაზე, რომელიც “საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციასა” და „ეს ჯი კომპანი“-ს შორის არსებობდა, გერგეთის ნომერ 3-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით. 

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების წინ არსებობდა დავა გერგეთის ნომერ 3-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით, რომელიც 2016 წელს მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა. დავის პროცესში, არაერთხელ გაიჟღერა უარყოფით კონტექსტში ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ისაკაძის სახელმა. 

მათ შორის, ზოგიერთ განცხადებაში მის მიმართ გარკვეული ბრალდებებიც გამოითქვა, რასაც ბიზნესმენთა ფედერაციის უფლებამონაცვლე ორგანიზაცია გადასახადის გადამხდელთა კავშირი და მისი მენეჯმენტი ემიჯნება და აცხადებს, რომ გიორგი ისაკაძის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რადგან ის არასდროს ყოფილა თავის დროზე წარმოშობილი დავის მხარე”, – ნათქვამია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button