მნიშვნელოვანისაქართველო
ტყიბულის ქვანახშირის კარიერში ცხედარი იპოვეს
ტყიბულში ქვანახშირის კარიერში მიწის ჩამოშლის შედეგად 55 წლის მამაკაცი დაიღუპა. ტყიბულში მიწა გუშინ ჩამოიშალა. სამაშველო სამუშაოები, მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.
უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გუშინ განცხადება გაავრცელა
„საქნახშირმა“, სადაც ნათქვამია, რომ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ შეწყდა და მას შემდეგ, ,,საქნახშირმა” რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრისა და
წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტები, რაზეც კომპანიის ცნობით, ინფორმირებული იყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.