ტყიბულის შახტიდან ოთხი ადამიანის გვამი ამოიყვანეს

ტყიბულის შახტიდან ოთხი ადამიანის გვამი ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები, 14 საათი მიმდინარეობდა.

სამთო მაშველებთან ერთად ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი. ასევე ადგილზე რჩებიან ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.

უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა, როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button