რეგიონისაქართველოსიახლეები

ტყიბულის სოფელ ჩონჩხეთში მეწყერი ჩამოწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩონჩხეთის მცხოვრებლებს დილით ჩამოწოლილი მეწყერი დახვდათ.

ადგილობრივმა ქუთაისიპოსტს უთხრა, რომ სოფელში კლდე ჩამოინგრა და ჭალამ გზის ნაწილი წაიღო. ჩონჩხეთი მეწყერსაშიში ზონაა.

“გზა არის წაღებული და ტრანსპორტს არ შეუძლია მოძრაობა. სოფლის ტექნიკა ამ გზით დადის. ეზოებით გადაადგილება მოგვიწევს. განმეორებით მოხდა ეს. ახალ წელსაც ჩამოწვა მეწყერი. ისე აქვს გამოღებული მდინარეს ძირი გზისთვის, წვიმის გარეშედაც ჩამოწვებოდა მეწყერი”. – ამბობს რუსუდან შარვაძე.

ადგილობრივების თქმით, სოფელი მჭიდროდაა დასახლებული და აღნიშნულმა მეწყერმა ზიანი 17-მდე ოჯახს მიაყენა.

ტყიბულის მერიაში განმარტავენ, რომ შექმნილ სიტუაციას მერის მოადგილე უკვე ეცნობა და ინფორმაცია ზარალის შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button