მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ტყიბულში 4 მაღაროელი დაიღუპა

წინასწარი ინფორმაციით, 4 მაღაროელი დაიღუპა და 6 დაშავდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში.

დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რა მოხდა დღეს გამთენიისას შახტში ამ ეტაპზე უცნობია. საქნახშირის წარმომადგენელი მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.

მაშველებმა გვამები შახტიდან უკვე ამოიყვანეს.

წელს, მინდელის შახტში უკვე მეორე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 5 აპრილს დაიღუპა 6 და დაშავდა სამი ადამიანი. ამ ტრაგედიის მიზეზად შახტის მმართველმა კომპანიამ, „საქნახშირმა“ ე.წ. სამთო დარტყმა დაასახელა.

ამასთან, საქართველოს პროფკავშირების მიერ მიწვეული უცხოელი ექსპერტების მიერ 21 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნით, „ხუთ აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და სხვა პროცესებში.“

მსგავსი პოსტები

Back to top button