მსოფლიოსიახლეები

ტყის ხანძრის გამო ჩერნობილთან რადიაციის დონემ იმატა

ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის გამო ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რადიაციის დონემ იმატა. ამის შესახებ Deutsche Welle უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვაენლზე, ეგორ ფირსოვზე დაყრდნობით წერს.

„ცუდი ამბებია – ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, – დაწერა ფირსოვმა Facebook-ზე.

მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

ტყის ხანძარი ჩერნობილთან 4 აპრილს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 100 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button