მნიშვნელოვანისაქართველო

ტყუპ და-ძმაზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა, რომელიც “ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1971 წელს დაბადებული ქალი.

ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე ქალის ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც დედამ პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button