სპორტი

ტრაბზონსპორს ლევან ხარაბაძის შეძენა სურს

თურქული მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც ტრაბზონსპორმა ვერ მოახერხა ბათუმის დინამოს ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის გადაბირება, – თვალი თბილისის „დინამოს“ მარცხენა მცველს, ლევან ხარაბაძეს დაადგა.

თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 8 სექტემბერს იხურება და წყაროს ცნობით მხარეებმა უკვე მოასწრეს ურთიერთკონტაქტი.

შეთხმებასაც მიაღწიეს და სტატიის მიხედვით, თურქული კლუბის ადმინისტრაცია სულ მალე ოფიციალური წერილით მიმართავს ქვეყნის ჩემპიონს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში 21 წლის ხარაბაძე იჯარით ციურიხში გადავიდა, თუმცა ძალიან მალე თბილისის დინამოში დაბრუნდა და საკუთარ გუნდს ძირითად შემადგენლობაში სარგებლიანად ეხმარებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button