“ტრაგედია ავიცილეთ – კრიმინალებთან შეუბრალებლები ვიქნებით”
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/ლევამ-დავითაშვილი.jpg)
“ქვეყანამ აიცილა დიდი ტრაგედია”, – ასე აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები, 21 ოქტომბერს, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში, შეიარაღებული პირის მიერ, მშვიდობიანი მოქალაქეების მძევლად აყვანის ფაქტს.
განცხადება, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, მმათველი პარტიის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე გააკეთა.
ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ შემთხვევა, შესაძლოა მასობრივ სისხლისღვრაში გადაზრდილიყო.
“ქვეყანამ აიცილა დიდი ტრაგედია, როცა შეიძლებოდა ერთი კრიმინალური ფაქტი, გადაზრდილიყო მასობრივ სისხლისღვრაში. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებდით ჩვენი მოქალაქეების მასობრივ გარდაცვალებას, რაც იქნებოდა ყველასთვის დიდი დანაკარგი. სამართალდამცავები მოქმედებდნენ ამ პასუხისმგებლობით, სიფრთხილით და მათ ეს შეასრულეს მაღალ დონეზე. საბოლოო ჯამში, არცერთი მოქალაქე არ გარდაცვლილა და არ გვყავს დაშავებულები. ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება და ამის საფასური არაფერი არ არის. არის მეორე ნაწილი, რომ კრიმინალების მიმართ, ჩვენ ვიქნებით შეუბრალებლები და ეს არის დავალება. კრიმინალი უნდა დაისაჯოს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი შეასრულა სწორად”, – განაცხადა დავითაშვილმა.
21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში, შეჭრილი პირის სამძებრო ოპერაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევ აგრძელებს.