რეგიონი

ტრაგედია სენაკში-“ათ დღეში სამი მიცვალებული ერთ ოჯახში “

კორონავირუსმა სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ნოსირის მკვიდრის 64 წლის რომან ჯავახიას სიცოცხლეც იმსხვერპლა. მანამდე კი კოვიდ-19-მა მისი მეუღლის და ვაჟის სიცოცხლე შეიწირა.

“რამდენიმე დღის წინ სენაკში კორონავირუსმა დედა-შვილი იმსხვერპლა, ხოლო ოჯახის მესამე წევრი მამა, მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფლებაში სიკვდილს ებრძოდა.
ოჯახის მესამე წევრი,ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.
საშინელებაა დედა-შვილი და ქმარი.ათ დღეში სამი მიცვალებული ერთ ოჯახში. მთელი სენაკი გლოვობს ოჯახის ამ უმძიმეს ტარგედიას.64 წლის იყო,ზეგ იქნება დაკრძალვა “, _ ამბობს რადიო თბილისთან სოფლის რწმუნებული გოგა ქორიძე.

ცნობისთვის,10 დღის წინ კოვიდ19-მა სენაკის, სოფელ ნოსირში, მცხოვრები დედა-შვილ ჯავახიების სიცოცხლე იმსხვერპლა. რამაზ ჯავახია 40 წლის იყო, ხოლო დედა მარინე 62 წლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button