მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, აშშ-ის პრეზიდენტი, უსაფრთხოების მიზნით, მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს.
“ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ბუნკერში საათზე ნაკლები დრო გაატარა.
დონალდ ტრამპის რეზიდენციასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ. ვაშინგტონის მერის განცხადებით, საპროტესტო აქციების გამო, აშშ-ს დედაქალაქში კომენდანტის საათიც გამოცხადდა.
შეერთებულ შტატებში პროტესტი უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება.