მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლის თანახმად, ნატო უარს იტყვის ახალ წევრებად უკრაინის და საქართველოს მიღებაზე

ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან აქვს მოლაპარაკება იმის შესახებ, უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის თავისთვის დატოვება შეუძლია მოსკოვს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამზადებს ნატოსთან მომავალი ურთიერთობის გეგმას, რომლის განხორციელება პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში სურს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

გამოცემის წყაროებს შორის არიან დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის ექსპერტები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდნენ.

დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების მიმართ, რომლებიც ალიანსის დასაფინანსებლად ამერიკის შეერთებულ შტატებზე გაცილებით ნაკლებ თანხას ხარჯავენ და არც ის გამოურიცხავს, რომ ალიანსის წევრობაზე უარს იტყვის.

Politico-ს წყაროთა თანახმად, პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა ნატოსთვის ცვლილებების გარეშე არ დასრულდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპი ოფიციალურად არ გადაწყვეტს ალიანსიდან გასვლას.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის კონსულტანტების გუნდში მიმდინარე მსჯელობის შესახებ ინფორმირებულმა ექსპერტმა დენ კოლდუელმა მოსალოდნელ ცვლილებებს „რადიკალური რეორიენტაცია“ უწოდა.
გამოცემა წერს, რომ ორწელიწადნახევრიანი უკრაინის კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის გეგმებში ალიანსთან დაკავშირებით.
შეერთებული შტატები ნატოს ოპერაციებში ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, რომელმაც დახარჯა დაახლოებით 860 მილიარდი აშშ დოლარი თავდაცვაზე, რაც წარმოადგენდა ნატოს ქვეყნების მთლიანი ხარჯების 68 პროცენტს 2023 წელს. ეს 10-ჯერ მეტია, ვიდრე გერმანიის მაჩვენებელი, მეორე ყველაზე დიდი ქვეყანა ხარჯებით.

სტატიის მიხედვით, ტრამპის გეგმის ნაწილია ნატოს ორსაფეხურიანი სისტემა, ეს იდეა პირველად გააჟღერა ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გადამდგარი არმიის გენერალ-ლეიტენანტმა კეიტ კელოგმა. ის ნიშნავს, რომ წევრი ქვეყნები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ თავდაცვისთვის მშპ-ს 2 პროცენტის დახარჯვის მიზნისთვის, “არ ისარგებლებენ შეერთებული შტატების თავდაცვითი სიმდიდრითა და უსაფრთხოების გარანტიით” ამბობს ტრამპთან დაახლოებული ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობს.
რაც შეეხება უკრაინას, გამოცემის ორი წყაროს თანახმად, ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლის თანახმად, ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებასა და ახალ წევრებად უკრაინის და საქართველოს მიღებაზე.

გარდა ამისა, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აქვს მოლაპარაკება იმის შესახებ, უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის თავისთვის დატოვება შეუძლია მოსკოვს.
გარდა ამისა, „პოლიტიკო“ თავდაცვის საკითხების ექსპერტ დენ კოლდუელზე დაყრდნობით წერს – ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ელოდება, რომ ევროპული ქვეყნები მკვეთრად გაზრდიან ნატო-ს ფარგლებში თავდაცვის ხარჯებს, ასევე, გეგმავს ნატო-ს „რადიკალურ გადაორიენტირებას“. დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს მუქარა, რომ აშშ-ს ნატო-დან გაიყვანს.

„დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და თავდაცვის ექსპერტების თანახმად, რომლებიც სავარაუდოდ იმუშავებენ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, ნაკლებად მოსალოდნელია, ტრამპმა ნატო სრულად დატოვოს, თუმცა ფორმალურად ორგანიზაციას თუ არ დატოვებს, ეს არ ნიშნავს, რომ ნატო ტრამპის მეორე ვადას ხელუხლებელი გადაურჩება“, – წერს გამოცემა.

ყოფილი მაღალჩინოსნები და ექსპერტები, რომლებიც ღიად ან ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ მედიასაშუალებას, ჩართული არიან ტრამპის გუნდის შიგნით მიმდინარე დისკუსიაში, თუ რამდენად ძლიერად უნდა უბიძგონ ევროპულ ქვეყნებს უსაფრთხოების ისეთი არქიტექტურისკენ, რომელიც უფრო მეტად მოეწონება დონალდ ტრამპს.

როგორც მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, ტრამპის მეორე ვადის დროს აშშ შეინარჩუნებს თავის ბირთვულ ქოლგას ევროპის თავზე გერმანიაში, ინგლისსა და თურქეთში თავისი ავიაციისა და ბაზების, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების შენარჩუნებით. ამავდროულად, ქვეითი ჯარის, ჯავშანტექნიკის, ლოგისტიკისა და არტილერიის დიდი ნაწილი ამერიკელებისგან ევროპელების ხელში გადავა.

თავდაცვის საკითხების ექსპერტის, დენ კოლდუელის თქმით, ტრამპის გუნდის მხრიდან მოსალოდნელი ცვლილებები მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების სფეროში ამერიკის როლის მნიშვნელოვნად შემცირებას.

ამასთან, „პოლიტიკოს“ ცნობით, ტრამპის გეგმის კიდევ ერთი ნაწილია ნატო-ს ორდონიანი სისტემა. ეს იდეა თავდაპირველად წარადგინა ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კიტ კელოგმა. ინიციატივის თანახმად, ნატო-ს ის წევრი ქვეყნები, რომლებიც არ ხარჯავენ თავდაცვაზე მშპ-ს სულ მცირე 2%ს, ვერ ისარგებლებენ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით და შესაძლოა, განხილული იყოს როგორც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის დარღვევა.

რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს ყირიმი, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილი. ომის დაწყებამდე რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ნატოს უარი ეთქვა უკრაინის გაწევრების გეგმაზე. უკრაინას თავის მიზნად გამოცხადებული აქვს როგორც ნატოს წევრობა, ისე ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.

რესპუბლიკელების კანდიდატი ისევ დონალდ ტრამპია, ხოლო დემოკრატების – ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

მსგავსი პოსტები

Back to top button