მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ტრამპი, ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე, უარს აცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ვირტუალურ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ეს ჩვენთვის მისაღები არაა,“- აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დებატებს არ დაესწრება, თუკი დაინფიცირებული იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის გასაგრძელებლად თავს საკმაოდ კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპსა და მის მეტოქე „დემოკრატ“ ჯო ბაიდენს შორის მეორე საპრეზიდენტო დებატების გამართვა 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები კი 3 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button