ტრამპის მრჩევლის თამამმა პოზამ სოცქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია [Photo/Video]

სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, კელიენ კონუეის სურათებს, – გვაცნობებს NBC News.

ფოტოებზე დონალ ტრამპის უფროსი მრჩეველი, 49 წლის კელიენ კონუეი თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სავრძელში ფეხსაცმლიანად არის მოკალათებული იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი აფროამერიკელებისთვის განკუთვნილი კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს ხვდებოდა.
„ასეთი პოზა ოვალური კაბინეტისთვის შეუფერებელია… გაიხსენეთ ყველა ცნობილი ადამიანი, რომელიც ამ სავარძელში იჯდა და თქვენი ფეხები მოაშორეთ… გსურთ, რომ ეს შეხვედრა სერიოზულად აღვიქვათ?“, – დაწერეს აღშფოთებულმა მომხმარებლებმა.
აშშ-ის ექსპრეზიდენტის მოწინააღმდეგე ბანაკიდან კონუეის დაცვა სცადეს და ობამას თამამი პოზების ამსახველი სურათები გამოაქვეყნეს, სადაც მას ოვალური კაბინეტის მაგიდაზე ფეხები აქვს შემოწყობილი.
თუმცა მრავალმა მომხმარებელმა კონუეის ჯდომის მანერა სახალისოდ მიიჩნია. ერთ-ერთმა მათგანმა მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის ამსახველი ფოტოშოპ-პოსტერიც კი შექმნა.

[print_gllr id=54873]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button