მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტრამპმა კორონავირუსის სტიმულირების პაკეტზე მოლაპარაკებები შეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებულ სტიმულირების ახალ კანონპროექტზე კონგრესთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

“ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, შეწყვიტონ მოლაპარაკებები არჩევნების დასრულებამდე და როგორც კი გავიმარჯვებ, მივიღებთ სტიმულირების მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნება მშრომელ ამერიკელებსა და მცირე ბიზნესზე”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებული დახმარების კანონპროექტზე მუშაობის დაჩქარების ინიციატივით გამოდიოდა.

„ჩვენს დიდებულ ამერიკას სურს და სჭირდება სტიმული. ვიმუშაოთ ერთად და შევასრულოთ”, – წერდა ტრამპი შაბათს სამხედრო ჰოსპიტალიდან, სადაც ის კორონავირუსზე მკურნალობდა.

ტრამპის გადაწყეტილებას სტიმულირების კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ „დემოკრატების“ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, ამ ნაბიჯით ტრამპმა დაამტკიცა, რომ მას ვირუსის დამარცხება არ სურს.

„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჭეშმარიტი ფერები: საკუთარი თავი ქვეყნის ხარჯზე პირველ ადგილზე დააყენა. კორონავირუსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოლაპარაკებებზე უარის თქმამ ცხადყო, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვირუსის განადგურება არ სურს,“ – აღნიშნა პელოსიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button