ტრამპს არჩევნების თარიღი დაავიწყდა [Video]

პრეზიდენტობის კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს აშშ-ში მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაავიწყდა.

მან საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და მისთვის ხმის მიცემისკენ 28 ნოემბერს მოუწოდა. სინამდვილეში კი არჩევნები 8 ნოემბერსაა დანიშნული, – იუწყება BBC.
კურიოზული ინციდენტი პანამა სითიში (შტატი ფლორიდა) დონალდ ტრამპის გამოსვლის დროს მოხდა.
პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დაშვებული შეცდომის მიუხედავად ინტერნეტის მომხმარებლები, რომლებიც ჰილარი კლინტონს უჭერენ მხარს, სოციალურ ქსელებში ტრამპის ამომრჩევლებს მოუწოდებენ, რათა ისინი არჩევნებზე ზუსტად 28 ნოემბერს მივიდნენ და ამ თარიღს ერთი წუთითაც არ დაასწრონ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის პოსტზე მთავარი პრეტენდენტები არიან დემოკრატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. არჩევნები ყველა შტატში 8 ნოემბერს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button