კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს – აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს პატიმრობა შეუფარდა.
კვარაცხელია 15 სექტემბერს დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყება ორ ბრალდებულს – აკაკი ჭელიძე, გიორგი კავილაძეს ეძებს.