ტრამვირებული კიტეიშვილი „შტურმის“ და ეროვნული ნაკრების მატჩებს გამოტოვებს

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში, სადაც გრაცის „შტურმი“ „ვოლფსბერგერს“ ხვდებოდა, ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ტრამვა მიიღო.
კიტეიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და 66-ე წუთზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ის იძულებით შეცვალა.
კლუბის ინტერნეტგვერდი იუწყება,რომ ამ დროისთვის დაზიანების ხარისხი დადგენილი არ არის და უცნობია, – როდის შეძლებს გრაცის ნახევარმცველი მინდორზე დაბრუნებას.
ექიმების ცნობით, ტრამვის მოშუშებას და რეაბილიტაციას მინიმუმ რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საწყისი ეტაპის 3 მატჩში (შვედეთი, ესპანეთი, საბერძნეთი), საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.
ოთარ კიტეიშვილმა გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრი ტრამვა მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად, ავსტრიის ბუნდესლიგის 15 მატჩში 5 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
შეგახსენებთ, რომ გრაცის „შტურმი“ 31 ქულით ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებს.